მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე, რამე ფული იშოვა სადმე? – ჟურნალისტებთან განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემისა და მთავრობის ფინანსური დახმარების საკითხზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საღ აზრს უნდა დაემორჩილოს.
”მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი ვერ გავიგე. რამე ფული იშოვა სადმე?. პრეზიდენტის ფონდი იგივე ბუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული. თუ რამე სხვა ფული გააჩნია მას, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს და არა ჩვენი ფული დახარჯოს ასე. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ,“ – განაცხადა მეჭიაურმა.