პრეზიდენტის სასახლეში ბულგარეთის ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

12/09/2016

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვა-კოზლევამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ყურადღება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.
თავის მხრივ, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ დიპლომატს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0