პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარეობდა

07/04/2017

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარეობდა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.

“პრეზიდენტის გამოსვლა პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარეობდა. პრეზიდენტი გამოხატავდა ყველა იმ წუხილს, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ქართველი ხალხი უნდა იყოს განმსჯელი იმისა, თუ რამდენად რეალობას შეესაბამებოდა პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები.
პრეზიდენტის გამოსვლაში საუბარი იყო შემოსავლების სამართლიან გადანაწილებაზე. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენთან არ უნდა იყოს სიღარიბე. საუბარი იყო იმაზე, რომ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ყველა ის თემაა, რომელზეც საუბრობს ხალხი. პრეზიდენტი კი ახმოვანებს ამ წუხილს“, – განაცხადა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0