პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც კომიტეტის 12 წევრმა მიიღო მონაწილეობა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას მხარი ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.
ნონა თოდუას კომიტეტის ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი, ოთხი მისი კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა, სამი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
თითოეული კანდიდატის მხარდაჭერისთვის საკმარისი კვორუმი რვა ხმა იყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.