პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბორჯომის ტყის აღდგენისათვის მადლობის სიგელი გადაეცა

09/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კამპანიის “აღადგინე” შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც აქციის ორგანიზატორებმა კამპანიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების და დარგული ხეების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად საღამოს იმ კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ტყის აღდგენისათვის სერტიფიკატები გადასცეს.
გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 150 – მდე კომპანიამ და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში დაირგო 45 270 ხე, კამპანიის ორგანიზატორია “ბია” და ხორციელდება სტარტაპ “თრიფექსის” ტექნოლოგიური უზრუნველყოფით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0