პრეზიდენტის ადმინისტაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

15/09/2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:
1. საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

საკითხებზე მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომაში სტრასბურგში ვიზიტის გამო არ მონაწილეობს. ასევე საქართველოში არ იმყოფება საბჭოს კიდევ ერთი წევრი – პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ბოლოჯერ ესწრება ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0