პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია

07/03/2016

საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა, ისევე როგორც მოსამართლეთა თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, პრეზიდენტი გუშინ გიორგი პაპუაშვილს დაუკავშირდა და ესაუბრა.

“მიგვაჩნია რომ მთელი ეს პროცესი უნდა წარიმართოს უკიდურესად გამჭვირვალედ იმისთვის, რათა არ გაჩნდეს აღნიშნულ საკითხზე არც ერთი კითხვის ნიშანი”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0