პოლონეთი საბჭოთა კავშირის დროინდელი ძეგლების დემონტაჟს გეგმავს

01/04/2016

პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დროინდელი 500-მდე ძეგლის დემონტაჟის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც euronews.ge წერს, დაწესებულების ხელმძღვანელი, ლუკაშ კამინსკი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა კრემლის პროტესტს გამოიწვევს.
კამინსკის განცხადებით, იგეგმება მხოლოდ იმ ძეგლების დემონტაჟი, რომლებიც წითელმა არმიამ განათავსა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა კრემლის მხრიდან მწვავე რეაქციას ელიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0