პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი, ის შეიძლება ჭუჭყიანმა ადამიანებმა გააჭუჭყიანონ

10/05/2016

პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი, ის შეიძლება ჭუჭყიანმა ადამიანებმა გააჭუჭყიანონ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა ისაუბრა არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზეც და აღნიშნა, რომ თუ არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, ამით ხმას აძლევ ყველაზე შავბნელ ძალას, რომელიც შენ არაფერს არ გეკითხება.
”დღეს ერთ-ერთი მთავარი რასაც უნდა მივაღწიოთ, არის ის, რომ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს პოლიტიკოსი, ის უნდა ვამუშაოთ ჩვენს სამსახურში. უნდა მოვითხოვოთ მომავალ პოლიტიკოსთან შეხვედრები და დეტალურად გავიაროთ რას აპირებენ. ის იმ წუთში ვალშია თქვენთან და უნდა გითხრას სიმართლე, რადგან ვერ მიიღებს თქვენ ხმას. არჩევნებში ხმის არ მიცემით თქვენ პოლიტიკოსებს არ სჯით, თქვენ სჯით საკუთარ თავს და მომავალს”,- განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტი მოსწავლეებს ევროპის დღეების ფარგლებში შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0