უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. პოეტის 149-ე საიუბილეო თარიღი, სურამში ღონისძიებებით აღინიშნა. დაბა სურამის #3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ლესია უკრაინკას ძეგლის გვირგვინით შემკობაში მონაწილეობა მიიღეს:
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე- ზვიად ქურდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ტარიელ გოგალაძემ და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დაფინანსებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სრულმასშტაბიანი პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება შენობის დემონტაჟი, მშენებლობის სამუშაოებს კი „არტ-ბილდინგი“ შეასრულებს. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
პროექტის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ინიციატივით მოეწყო.
პოეტის 149-ე საიუბილეო თარიღი, სურამში ღონისძიებებით აღინიშნა
26/02/2020