ვარძიაში სახალხო დღესასწაული ,,პოეზიის დღე-შოთაობა”იზეიმეს.”შოთაობა” ყოველწლიურად შემოდგომაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.
სახალხო დღესასწაულს ადგილობრივების გარდა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები სტუმრობდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობას და მობრძანებულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ და ისაუბრა ამ კუთხის ისტორიულ და ტრადიციულ მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, გაიმართა გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის” მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვებაც.
ტრადიციულად ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ჩასულ სტუმრებს სახვითი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისა და სახალხო დღესასწაულისათვის საგაგებოდ მოწყობილ მესხურ ოდებში ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების, ტრადიციებისა და ადათ-წესების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.
,,პოეზიის დღე-შოთაობა”-აღინიშნა
26/09/2016