პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები

14/05/2018

პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, – ამის შესახებ კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, ის პრობლემები, რომელიც არსებობს, მოგვარდეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება იყო ღირსეული ნაბიჯი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები; ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მოსახლეობასთან. რაც გაჟღერდა, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც ეს შს მინისტრმა თქვა, ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მოგვარდეს. პირადად მე გუშინაც გავაკეთე განცხადება გუნდის სახელით, გავაკეთე განცხადება ამ კონკრეტულ პრობლემებზე და ვთქვი ჩემი მოსაზრებები. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების, ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა. ყველას უნდა შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ყოველდღიურობაში ჯანსაღი წესით ცხოვრება მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს ჩართულობის“, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0