პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

01/10/2019

ვერძი
სამსახურის საქმეების მიუხედავად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ახალგაცნობილს, რომელიც გესიმპათიურებათ, უთხარით, რომ მისი ახლოს გაცნობა გსურთ.

კურო
ისეთ ამბავს გაიგებთ, რასაც არც ელოდით. მოერიდეთ პანიკას, გარშემო მყოფებთან კონფლიქტს და მშვიდად იმოქმედეთ.

ტყუპი
ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება და ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ იმ ამბავს, რომ შეიძლება ვიღაცამ ზურგი შეგაქციოთ. იყავით მეტად მიზნამიმართული და დაკვირვებული.

კირჩხიბი
შეხვედრებისა და საქმეების აქტიურად მოგვარების დღეა. თუ ფლობთ საჭირო ინფორმაცია და ძალას, იმოქმედეთ. დღეს შეიძლება ისეთი საქმეები დაიწყოთ, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი
საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ობიეტურად შეაფასეთ სიტუაცია, მოვლენები. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ.

ქალწული
დღეს უფროსობის სხვისთვის გადაბარება და თავად პირადი ცხოვრების მოწყობა მოგინდებათ. იყავით მიზანმიმართული და ფორტუნა შანსს აუცილებლად მოგცემთ.

სასწორი
ახალ კოლექტივში მუშაობის საშულება მოგეცემათ. შეიძლება ზოგიერთ კოლეგას დაუმეგობრეთ კიდეც. იყავით დაკვირვებული და დიპლომატიურად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

მორიელი
საქმეებით დატვირთული დღე გელით და შეიძლება ყველაფერი ის არ მოხდეს, როგორც ეს ჩაფიქრებული გქონდათ. დაბრკოლებები მშვიდად, სხვების დახმარების გარეშე, მოაგვარეთ.

მშვილდოსანი
აქტიური მოქმედებების დღე დაგიდგათ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და კარგად განიხილეთ დეტალები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ინიციატივას.

თხის რქა
მნიშვნელოვანი დღე გელით. სირთულეების გადალახვა და გარშემო მყოფებთან მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება მოგიწევთ.

მერწყული
ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების მიღების დღეა. ცხოვრებისეული გაკვეთილები ყოველთვის სასიამოვნო არაა. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.

თევზები
გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოთ და არა თავისუფლებისთვის. მოერიდეთ უფროსთან დამოკიდებულების გაფუჭებას. საყვარელ ადამიანთან თამამად გამოხატეთ გრძნობები და სურვილები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0