ვერძი
კონკრეტული საქმეები შეასრულეთ. სიფრთხილე გმართებთ ხელშეკრულებების გაფორმებისას და საყიდლებისას. ეცადეთ არ აიღოთ ვალი. ფულის ფლანგვა განსაკუთრებით აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულებს ეკრძალებათ.
კურო
დილა საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. დღეს უნდა დაამტკიცოთ, რომ პროფესიონალი ხართ და კონკურენტებთან ბრძოლა შეგიძლიათ. იფიქრეთ სწავლაზე ან სანაცნობო წრის შეცვლაზე.
ტყუპი
პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვერ შეძლებთ. მეტად გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა და დაინტერესდით იმ ადამიანებით, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ. ზოგიერთს სხვისი საქმეების, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება მოუწევს.
კირჩხიბი
ნუ ჩაეჭიდებით ადამიანებს, რომლებსაც თქვენგან წასვლა სურთ და საქმეებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ განახორციელეთ. გახსოვდეთ, რომ მომავალში საინტერესო შეხვედრები და პროექტები გელით. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან.
ლომი
ადრე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთს მნიშვნელოვანი ნაბიჯის, გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გადადეთ მგზავრობა, საყიდლები და სერიოზული საუბარი სხვა დღისთვის. განსაკუთრებით, ივლისში დაბადებულებმა.
ქალწული
მოსალოდნელია შეფერხება კომპიუტერულ ტექნიკასთან, დოკუმენტების გაფორმებასთან და სამკურნალო პროცედურებთან დაკავშირებით. საღამოს ენერგულობა და მობილიზებულობა მოიმატებს.
სასწორი
ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, თუ საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული არ ხართ. ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას ფუჭ საქმეზე. აკონტროლეთ მადა. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.
მორიელი
მეტად დაუგდეთ ყური პარტნიორის აზრს. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას. დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე მოისმინოთ განსხვავებული აზრი, მაგრამ მშვიდად იმოქმედეთ. არ გადაიღალოთ. განსაკუთრებით, ოქტომბერში დაბადებულები.
მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. არავისთან იკამათოთ და არსად დააგვიანოთ. ყურადღება გმართებთ მიმოწერისას, მეგობრულის დროსაც კი. შეიძლება ისეთმა ადამიანმა გიღალატოთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.
თხის რქა
ახალი პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, არ გაფლანგოთ ბევრი ფული. და სიფრთხილე გამოიჩინოთ ფინანსური ოპერაციებისას. განსაკუთრებით ონლაინოპერაციების დროს.
მერწყული
დღეს უნდა დაამსხვიოთ ის წინაღობა, რომელიც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. თავდაჯერებულად იმოქმედეთ. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან, მშობლებთან.
თევზები
მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოიჩენას. საღამოს მეტად თავისუფლად იგრძნობთ თავს და ახალი იდეებიც გამოგიჩნდებათ. სიფრთხილე გმართებთ კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობისას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა.