ვერძი
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ძველი კავშირების აღდგენას. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო
დღეს ნუ დაგეგმავთ ახალი პროექტების დაწყებს. უმჯობესია, მხიარული წვეულება მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.
ტყუპი
გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები და დასახეთ სამომავლო გეგმა. ზოგიერთს საინტერესო ადამიანთან ელის შეხვედრა. ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეთ.
კირჩხიბი
სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ და ენთუზიაზმით აგავსებთ. დაისვენეთ, დატკბით თავისუფლებით და პოზიტივით დაიმუხტეთ.
ლომი
არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ მოითხოვთ
თანამშრომლებისგან საქმეების შესრულებას. ახლო მანძილზე მოგზაურობაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ქალწული
აკონტროლეთ ემოციები და “გაატარეთ” უსიამოვნებები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.
სასწორი
რაც უფრო ჰარმონიული და ღიმილიანი იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ისინიც ამგვარად გიპასუხებენ.
მორიელი
მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. თუ ადამიანებს ერთი მოსმენით ვერ აგებინებთ, მშვიდად აუხსენით რამდენჯერმე.
მშვილდოსანი
დააკვირდით დეტალებს, არაფერი ისეთი არ თქვათ, რითაც გულს ატკენთ გარშემო მყოფებს. გულით იმოქმედეთ და რაც მთავარია, ღიმილით.
თხის რქა
ახალ ინფორმაციებს გაიგებთ და შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გამოგიჩნდეთ, მაგალითად საზღვარგარეთ გამგზავრების, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
მერწყული
ზრდილობის გამო უსიამოვნო ადამიანებსაც კი ღიმილით უნდა უსმინოთ. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.
თევზები
დღეს მწარე სიმართლეც უნდა მოისმინოთ და რჩევებიც. საღამოს გემრიელი ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებს, ახალგაცნობილებს უმასპინძლეთ.