ვერძი
კარგი დღეა შეხვედრებისთვის. ოჯახური საკითხები ახლობლებთან ერთად მოაგვარეთ. მგზავრობისას მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
კურო
ყოველდღიური საქმეების მოგვარებისას და საყიდლებისას დიდი დაკვირვება გმართებთ. არსად დაგრჩეთ დოკუმენტები, ნივთები. ნუ შეიძენთ ტექნიკას. მოერიდეთ ხანგრძლივი ხელშეკრულებების გაფორმებას.
ტყუპი
მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, ურთიერთობების გარკვევას. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. იყავით მეტად მეგობრული და ღიმილიანი.
კირჩხიბი
დიპლომატიური უნდა იყოთ, მოერიდეთ ზედმეტ პირდაპირობას. ეცადეთ, არ გაამხილოთ საიდუმლოებები, არ აჰყვეთ ცდუნებას, ჭორებს, ინტრიგებს. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს.
ლომი
ცნობისმოყვარე და კონტაქტური ხართ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. მოერიდეთ ცრუ ადამიანებთან დამეგობრებას. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.
ქალწული
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით სიზარმაცე, ჭირვეულობა. დღეს პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადააბარებთ.
სასწორი
ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებას ნუ ეცდებით. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდით გამარჯვებას. ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს.
მორიელი
დღეს ინტრიგებსა და გამოცანებში იქნებით გახვეული. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. დააკვირდით მოვლენებს. ფრთხილად აირჩიეთ მეგობრები, პარტნიორები.
მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გმართებთ დიალოგისას და თანამშრომლობისას. გაფრთხილდით, შეიძლება პარტნიორი თქვენს მოტყუებას შეეცადოს. ზომიერება გმართებთ კლიენტებთან.
თხის რქა
დღეს სხვათა წესებს უნდა დაემორჩილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით მეგობრული. გადაამოწმეთ დიაგნოზი. მოსალოდნელია შეფერხებები მგზავრობისას, ინფორმაციების მიღებისას.
მერწყული
ურთიერთობების, იდეების გაცვლის დღეა. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან, ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
თევზები
გადაამოწმეთ შესრულებული საქმეები. მოერიდეთ მომგვარებლის, შუამავლის როლში ყოფნას. ნუ ეცდებით ადამიანებს საიდუმლო ძალით გამოსტყუოთ; სიმართლეს მაინც ვერ დაადგენთ.