პირადად მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდის წევრები, ვაპირებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან

15/07/2018

ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ძალიან ამბიციური რეფორმათა გეგმა, რომლის იმპლემენტაცია ხვალიდან დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გამოცხხადებული ნდობისთვის მადლო ბა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს.

“დღეს განვაცხადე, რომ წარმოდგენილი რეფორმების აბსოლუტური უმრავლესობა დაინერგებ ამიმდინარე და 2019 წელს. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც შედარებით გრძელვადიანი პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ყველა შხვა რეფორმა დაინერგება უმოკლეს ვადაში. რეფორმების დაახლოებიბთ ნახევარი განხორიელდება 2018 წელს, ხოლო მეორე ნახევარი – 2019 წელს. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მინდა, ჩემს ყველა კოლეგას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ წარმოდგენილი გვყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც 24 საათი იმუშავებს იმისთვის, რომ რეფორმები განვახორციელოთ წარმატებით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე და ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე.

“ქართული ოცნების” ფილოსოფია გახლავთ საპარლამენტო დემოკრატიის შექმნა და ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში. შესაბამისად, პარლამენტი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მთავრობაზე და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პირადად მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდის წევრები ვაპირებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მედი ისწარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0