პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა

12/09/2022

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა.
გიორგი დოხტურიშვილი რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა.
ლელა ჯანაშვილმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
სამსახურის სამომავლო გეგმები;
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა;
მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები.

მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები განიხილეს სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა – ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – სოფიო შამუგიამ. შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0