16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაციისა და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა, კერძოდ:
მარშრუტი № 6: შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან – ბუდაპეშტის ქ. – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – ბექას ქ. – ა. ყაზბეგის გამზირი – პეკინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით: სააკაძის მოედნიდან – შარტავას ქ. – კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – პეკინის ქ. – ვაჟა-ფშაველას გამზირი – ტაშკენტის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.
№ 14: ზურაბ ჟვანიას მოედნიდან – პეკინის ქ. – ვაჟა-ფშაველას გამზირი – ბექას ქ. – ა. ყაზბეგის გამზირი შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 24: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან – პეკინის ქ. – ანა კალანდაძის ქ. – შარტავას ქ. – კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – იური გაგარინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 29: მერაბ კოსტავას ქუჩიდან – შარტავას ქ. – კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – პეკინის ქ. – ვაჟა-ფშაველას გამზირი – ტაშკენტის ქ. – სიმონ კანდელაკის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.
უკუმიმართულებით: ბუდაპეშტის ქუჩიდან – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – ბექას ქ. – ა. ყაზბეგის გამზირი – პეკინის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით.
№ 42: მერაბ კოსტავას ქუჩიდან ჭაბუკიანის ქუჩით პეკინის ქუჩამდე. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 47: მერაბ კოსტავას ქუჩიდან ჭაბუკიანისა და გამრეკელის ქუჩებით ადამ მიცკევიჩის ქუჩამდე. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 49 (წრიული): ჟიული შარტავას ქუჩიდან კანდელაკის ქუჩით ჟვანიას მოედნამდე. შემდეგ დადგენილი სქემით.
№ 51: აკაკი წერეთლის გამზირიდან – გ. ცაბაძის ქ. – დ. აღმაშენებლის გამზირი – თამარ მეფის გამზირი – გმირთა მოედანი – ვარაზისხევის ქუჩა. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 87 (წრიული): სააკაძის მოედნიდან – შარტავას ქ. – კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი. შემდეგ დადგენილი სქემით.
№ 91: ლევან გოთუას ქუჩიდან – სააკაძის მოედანი – ჟიული შარტავას ქ.- კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – ბექას ქ. – პეკინის ქ. – მერაბ კოსტავას ქ. – გმირთა მოედანი. შემდეგ დადგენილი სქემით.
უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 92: სულხან ცინცაძის ქუჩიდან პეკინის ქუჩის გავლით მერაბ კოსტავას ქუჩამდე. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
№ 150: ჟიული შარტავას ქუჩიდან – კანდელაკის ქ. – ჟვანიას მოედანი – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი. შემდეგ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობის სქემა არ იცვლება.
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, მუნიციპალური ავტობუსების კონკრეტული მარშრუტების ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 2934444.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იცვლება ავტობუსების მარშრუტები
15/06/2017