პატარა კუხში ასფალტის საფარის დაგება დასრულდა

19/05/2016

პოლიკარპე კაკაბაძის სახლმუზეუმთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიგეგმა და 1200 გრძ/ მ გზის მოასფალტება უკვე დასრულებულია .
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. ,, NEW ROAD,,- მა შეასრულა.
პროცესს მონიტორინგს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უწევდნენ.
,,სამუშაოები დადგენილ ვადებში , მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. დაიგო ასფალტის ორი ფენა, მოიხრეშა გზის გვერდითი ნაწილები . სამსახურის სპეციალისტები და საკრებულოს წარმომადგენლები გზის რეაბილიტაციის ყველა ეტაპს ესწრებოდნენ. შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ხარისხს, საბოლოოდ, შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც პროცესი ოფიციალურად დასრულდება,, – განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0