პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ კომპლიმენტებით ”ამიყვანო” ან პირიქით, წყობიდან გამომიყვანო

07/06/2016

პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ კომპლიმენტებით ”ამიყვანო” ან პირიქით, წყობიდან გამომიყვანო, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ”ტვ პირველის” ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას, მოხვდებიან თუ არა პარლამენტში ისინი, ვინც განსაკუთრებულად ცდილობენ საარჩევნოდ თავის გამოჩენას.
ჟურნალისტმა მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მოიყვანა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას შეადარა. კითხვაზე, დაუფასდება თუ არა ეს კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება არ უნახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ კობახიძე მომდევნო პარლამენტში უნდა იყოს.

”არა მაგიტომ, მანანა კობახიძე ისეც იმსახურებს სიაში ყოფნას და მე ვფიქრობ, რომ შემდეგ პარლამენტში უნდა იყოს. ამას კვირიკაშვილი გადაწყვეტს. ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს და კვირიკაშვილის პოზიცია რაც ვიცი, მანანა კობახიძეზე კითხვა არ არის. ამ განცხადების შესახებ თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო. ისევე, აი გუბაზ სანიკიძემ რაღაც თქვაო, თუ წამეკითხოს შვილებს გეფიცებით. არ მინახავს, არ მაქვს მაგის დრო და არ მაინტერესებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0