ირაკლი კობახიძემ სამარყანდში უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავი ყვავილებით შეამკო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამარყანდს ეწვია და უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავი ყვავილებით შეამკო. ქართველმა პარლამენტარებმა, კულტურული პროგრამის ფარგლებში, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანალი ისტორიული ქალაქის – სამარყანდის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
პარლამეტის თავმჯდომარე უზბეკეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
21/01/2018