პარლამენტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა იწყება. 80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა ხვალ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: – ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორი შემდეგი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ეროვნული ფორუმი”. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები.
იმის მიუხედავად, რომ “რესპუბლიკელები” ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.
პარლამენტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა იწყება
04/05/2016