საგაზაფხულო სესიის გახსნამდე პარლამენტში რიგგარეშე სესია მოწვეული არ იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რეგლამენტით დადგენილ ვადებში განაახლებს. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს გაიხსნება. ამ დღეს ჩატარდება ბიუროს სხდომა და სავარაუდოდ, 3 თებერვალს ჩატარდება საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნამდე რიგგარეშე სესიას არ მოიწვევენ
14/01/2016