პარლამენტში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

06/03/2020

საქართველოს პარლამენტში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ჟიული შარტავას ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს. ღონისძიების დასასრულს, ჟიული შარტავას მეუღლემ, ლია შარტავამ ჟიული შარტავას პარლამენტის წევრის მოწმობის (საკუთარი ხელით შევსებული სააღრიცხვო ბარათით) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დამზადებული სამახსოვრო ჯილდოს ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის მუზეუმში განსათავსებლად პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს გადასცა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის მუზეუმისთვის გამოყოფილი სივრცე დაათვალიერეს. საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა საქართველოს პარლამენტში 2019 წელს გაიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0