პარლამენტში თანამედროვე აგრორეგიონის პროექტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

31/05/2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თანამედროვე აგრორეგიონის პროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონული განვითარება მომავალში დიდწილად იქნება დაკავშირებული აგრარული სექტორის განვითარებასთან, ამიტომ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში ინიცირდება აღნიშნული სამუშაო ჯგუფი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ერთ-ერთი საპილოტე რეგიონის მაგალითზე ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც აგრარული სექტორის განვითარების ბაზისზე ყველა სხვა დაკავშირებული სექტორის თუ მიმართულების განვითარებას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის საბოლოო დასკვნის შედეგად, კონკრეტული რეკომენდაციები გაიცემა შესაბამისი სამინისტროების მიმართ, რომელთა განხორციელებამ ხელშესახები ეფექტი უნდა მოიტანოს საპილოტე რეგიონის განვითარებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0