პარლამენტმა ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

21/03/2023

პარლამენტმა 79 ხმით დაუჭირა მხარი ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. ის საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლეა. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქეთევან თურაზაშვილს საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0