პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო

Friday November 25th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო. კომიტეტში აღნიშნული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0