პარლამენტმა 79 ხმით „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტით ეროვნულ ბანკს და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ენიჭებათ დამატებითი ზედამხედველობის უფლებამოსილება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული სუბიექტების მიმართ. კანონპროექტი ადგენს ფინანსური კონგლომერატის დეფინიციას. კანონპროექტი აყალიბებს კოორდინატორის დეფინიციას, მისი არჩევის პროცედურებს და უფლებამოსილებებს. კერძოდ: ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის ადეკვატურად და ეფექტურად განხორციელების მიზნით საზედამხედველო ორგანოთაგან განისაზღვრება დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო – კოორდინატორი.
პარლამენტმა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
02/11/2023