პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილებით წესრიგდება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხი დარეგულირებულია კანონის მეოთხე თავით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას განსაზღვრას. ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხის რეგულირება გადაინაცვლებს კანონის სხვა თავში, რომელიც აწესრიგებს ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
15/11/2023