პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა

13/04/2022

პარლამენტმა, 88 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტით წესრიგდება საერთაშორისო სკოლასთან/საერთაშორისს სამაგისტრო-სადოქტორო სკოლასთან, მის მართვასა და სტრუქტურასთან, სკოლის ბიუჯეტთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0