პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

23/09/2022

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ​წარმოდგენილი ცვლილებებით, ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და ასახა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, ტექსტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.
​კანონპროექტის მიღებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0