პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

02/11/2023

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 83 ხმით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გავრცელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს რესურსცენტრის უფროსების კონკურსის წესით დანიშვნას. როგორც მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისთვის თანამდებობრივი სარგოს დადგენა განხორციელდება საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის მსგავსად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0