პარლამენტმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

04/04/2024

პარლამენტმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონის იმ ნორმიდან, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში მოხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამოღებულია შემდეგი მომსახურებები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია. გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის და საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0