პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

06/03/2024

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 78 ხმით მხარი დაუჭირა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმის მოქმედება 2025 წლის 1 დეკემბრამდე შეჩერდება.

„შესაბამისად, ამ პერიოდამდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0