პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. დეპუტატებს საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები იცვლება და განისაზღვრება – „კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“. ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო.
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
30/11/2023