პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

03/05/2023

დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების შესაბამისი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ცვლილებების თანახმად, იმ დასახლებებში, სადაც იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა მოქმედებს, განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცების ეტაპზე, შესაბამისი დასკვნის მისაღებად, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის სააგენტოსთვის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.
კანონპროექტი მესამე მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0