პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. კერძოდ, კოდექსს ემატება მუხლი, რომლითაც დგინდება ბათუმის მუნიციპალიტეტში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რესან კონცელიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით, შესაძლებელი გახდება იმ მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, რომელთა მშენებლობა სანებართვო პირობების დარღვევითაა წარმოებული ან მიეკუთვნება უნებართვო მშენებლობებს. მისივე თქმით ცვლილება შეეხება იმ შენობებს, რომლებიც დასრულებული იყო 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის აეროგადაღება განხორციელდა მაღალი გარჩევადობის ფორმატით. კანონპროექტის ავტორების აზრით კანონის მიღებით ობიექტის მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება დაირეგისტრირონ და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განავითარონ თავიანთი საკუთრება.
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
18/04/2023