პარლამენტმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

30/06/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების კანონპრექტს. კოდექსის ნორმები შესაბამისობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან – „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები კოდექსის 186-ე და 187 მუხლებში შედის. კანონპროექტით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. ​ასევე, კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად: იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი საფუძვლით, რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი წარმოიშვა სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0