პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

06/03/2024

პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტით ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი; მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების ხანგრძლივობა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან იზრდება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე. ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის შინაარსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0