პარლამენტმა „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებების“ რატიფიკაცია მოახდინა

16/11/2023

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებების“ რატიფიკაცია მოახდინა. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფო 1993 წელს გახდა და მას შემდეგ უწყვეტად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ კონვენციაში ცვლილებები 2021 წელს დაამტკიცა და იგი შეეხება ასამბლეის მიერ არჩეული საბჭოს წევრების რაოდენობას, მათი არჩევის კრიტერიუმებსა და წესს. ასევე არის ტექნიკური ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ენების რაოდენობის გაზრდას და ასამბლეამ დაადგინა, რომ თანაბრად ავთენტური გახდება კონსოლიდირებული ტექსტები არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0