პარლამენტმა „საბაჟო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

05/04/2023

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ინიციატივა რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასთან, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევასთან, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვასთან, დაკარგვასთან ან განადგურებასთან და საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს. შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და კანონის პროექტით, საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. ​მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, პროექტის მესამე მოსმენისთვის წარდგენილი ტექსტი რედაქციულად დაიხვეწა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0