პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

13/12/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონში ცვლილების შედეგად, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა ხდება. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია) დაემატება 4 ახალი ნივთიერება, ხოლო IV სიის (პრეკურსორები) №1 ცხრილს – 2 ახალი ნივთიერება, რაც 2022 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0