პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

22/02/2021

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 – მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:
პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0