პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ერთი მოსმენით, 79 ხმით მიიღო

22/12/2022

პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ერთი მოსმენით, 79 ხმით მიიღო. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტი კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს.

„სააგენტოს მართვასთან, სააგენტოს მართვის ორგანოს – საბჭოს და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედების თარიღად მიეთითება 2025 წლის 1 იანვარი, ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

​ვინაიდან კანონპროექტი მხოლოდ ვადებს ეხება, პარლამენტმა იგი ერთი მოსმენით განიხილა და მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0