პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია. დადგენილების პროექტებს გოგა კიკილაშვილის და ლევან ნემსაძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად არჩევის თაობაზე 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია
17/10/2023