პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე და პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო საქმიანობას ახალი პოზიციებიდან გააგრძელებენ.
პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძეს 85 ხმით დაუჭირეს მხარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, პაატა კვიჟინაძის არჩევას 85 დეპუტატი დაეთანხმა.
პარლამენტმა განათლების და მეცნიერების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია
04/04/2023