პარლამენტი საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს

11/09/2019

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. (იხ. გრაფიკი). ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ. საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0