პარლამენტის 2022 წლის საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს პლენარული სხდომით გაიხსნება

31/01/2022

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს, რომელიც ხვალ 1 თებერვალს, 12 საათზე პლენარული სხდომით გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. პირველ სხდომაზე რიგ საკითხებზე, რომლებიც დეპუტატებმა საშემოდგომო სესიის პერიოდში განიხილეს, კენჭისყრის პროცედურა გაიმართება. მიმდინარე კვირაში, დეპუტატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის 2 წევრს აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილია აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0