პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირის დღის წესრიგი განიხილეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო 28-30 ივნისის პლენარულ სხდომეზე განსახილველი საკითხების ნუსხა, რომელიც რამდენიმე კენჭსაყრელ და 100-ზე მეტ განსახილველ საკითხს მოიცავს. პარლამენტი მათგან დაჩქარებული წესით იხილავს კანონპროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პლენარულ სხდომებზე დაგეგმილია ასევე საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.
სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე, რამდენიმე საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომაზთა დარბაზში გადაინაცვლეს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირის დღის წესრიგი განიხილეს
28/06/2017